Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო დიანოსაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის N75/2014 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ 28– ე ნაწილის 18.2 და 18.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2016 წლის 24 ივნისის ოქმისა (N29) და დისერტანტ ნინო დიანოსაშვილის 2016 წლის 24 ივნისის განცხადების (N2153) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო დიანოსაშვილის დისერტაციის („შეშლილობის ფენომენი ევრიპიდეს ტრაგედიებში”) გაიმართოს 2016 წლის 14 ივლისს, 14 სთ-ზე, თსუ-ის VIII კორპუსში, 220– ე აუდიტორიაში.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის დეკანის  მოადგილე             /თეიმურაზ პაპასქირი/